პრეზენტაცია

კვებითი ჯაჭვი კვება ყველა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ცოცხალი ორგანიზმები საკვებს სხვადასხვა გზით მოიპოვებენ. როგორც ცნობილია, მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ საკვების შექმნა მზის სხივების, ნიადაგის და ნიადაგში არსებული წყლების საშუალებით. ამიტომ, ცხოველების სიცოცხლე მცენარეებზეა დამოკიდებული. ორგანიზმები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ფოთოლს მუხლუხო ჭამს, მუხლუხოს კაკაბი, ხოლო კაკაბს მელია. გამოდის მელიას სიცოცხლე კაკაბზე,კაკაბის მუხლუხოზე, ხოლო მუხლუხოს სიცოცხლე მცენარეზეა დამოკიდებული. ფოთოლი,მუხლუხო,კაკაბი და მელა კვებითი კაჭვის შემადგენელი ნაწილებია. კვებითი ჯაჭვი სამი ან მეტი ნაწილისგან შედგება: პროდუცენტი /მწარმოებელი/-თავად ქმნიან საკუთარ საკვებს; კონსუმენტი /მომხმარებელი/-ჭამენ გარემოში არსებულ მცენარეებსა და ცხოველებს; რედუცენტი /დამშლელი/-შლიან მცენარეებისა და ცხოველების მკვდარ ნაწილებს. პირველ ნაწილში ყოველთვის მცენარეს უკავია, მეორეს კი მცენარეჭამელი იკავებს, ხოლო მესამე შეიძლება ნაირმჭამელმა და ხორცისმჭამელმა დაიკავოს. ნებისმიერ საარსებო გარემოში მცხოვრები მცენარეები და ცხოველები ერთმანეთთან კვების ჯაჭვით არიან დაკავშირებული. ცხოველები კვებითი ნირის მიხედვით იროფა სამ ნაწილად: ჰერბივორი /ბალახისმჭამელი/-იკვებება მხოლოდ მცენარეული საკვებით; კარნივორი /ხორცისმჭამელი/-იკვებება მხოლოდ ცხოველური საკვებით; ომნივორი /ნაირმჭამელი/-იკებება , როგორც მცნარეული, ისე ცხოველური საკვებით. ბუნებაში არც კვებითი ჯაჭვები არსებობს ერთმანეთისგან იზოლირებულად. ისინი ცალკეულად ერთმანეთს უკავშირდება და საბოლოოდ უზარმაზარ რთულ კვებით ქსელს ქმნის. კვებითი ჯაჭვის მაგალითები: მარცვლოვანი მცენარე-თაგვი-გველი-არწივი წყალმცენარე-თევზი-სელაპი-ზვიგენი ბალახი-კურდღელი-მელა ბალახი-ზებრა-ლომი ფოთლები-ჭიაყელა-თხუნელა-ბუ ფოთლები-მუხლუხუ-წიწკანა-ქორი

No comments:

20 ივნისს ჭაგვიტარდა ტრენინგი ;;პროექტებითსწავლეება''      შ ევქმენი მეორე ბლოგი რომელშიც განვათავსე პროექტის  გასაკეტებელი ინსტრუმ...