გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
კვებითი ჯაჭვი
სწავლების საფეხური
დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა
30
საგანი
ბუნებისმეტყველება
მნიშვნელობა/აქტუალობა
მნიშვნელოვანია
1.      მოსწავლემ გააცნობიეროს კვებითი დამოკიდებულებები კვებითი ჯაჭვის კომპონენტებს შორის;
2.      შეძლოს ცხოველთა კლასიფიკაცია კვების ტიპების მიხედვით;
3.      განუვითარდეთ კვლევის, ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები
1.      ამოიცნობენ და დაასახელებენ ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითს;
2.      დაყოფენ ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი);
3.      შეძლებენ მარტივი კვებითი ჯაჭვის მოდელის შექმნას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები/ინდიკატორები
ბუნ. VI.1
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
1.      შეძლებს ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე განსაზღვროს მარტივი კვებითი კავშირები;
2.      განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი);
3.      ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით.
წინასწარი ცოდნა
1.      იცის რას ნიშნავს მწარმოებელი და მომხმარებელი;
2.      შეუძლია ამოიცნოს ცხოველები კლასების მიხედვით
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა 1 დრო


ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების რუბრიკას (3 წთ).



მასწავლებელი აკეთებს მოკლე შესავალს კვებით კავშირებზე (2წთ).

აქტივობა II  დრო ___ 4წთ
გონებრივი იერიში
წინა გაკვეთილის თემის შეხსენება და ახალთან დაკავშირება.

კითხვა: რომელ ორგანიზმებს ეწოდება მწარმოებელი?
პასუხი: ყველა მცენარე მწარმოებელია, რადგან თავად ქმნიან თავიანთ საკვებს.
კითხვა: რომელი ორგანიზმებია მომხმარებელი და რატომ უწოდებენ მათ ასე?
პასუხი:მომხმარებლები ცხოველები არიან, რადგან მცენარის მიერ წარმოებულ საკვებს, ან სხვა ცხოველებს მოიხმარენ.
კითხვა: რა არის კვებითი ჯაჭვი და რას გვიჩვენებს ის?
პასუხი: კვებითი ჯაჭვი გვიჩვენებს თუ რომელი ორგანიზმი რით იკვებება.
კითხვა: რომელი ორგანიზმით იწყება კვებითი ჯაჭვი?
პასუხი: მცენარით
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოიფიქრონ და ჩაწერონ კომპიუტერში მარტივი კვებითი ჯაჭვის სქემა. შემდეგ მსურველებს იწვევს დაფასთან, რათა გააკეთონ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია/მაგ. ხორბალი _ თაგვი _ კატა/.

აქტივობა III           დრო __5წთ
პირამიდა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პირამიდას, რომელიც გამოტანილია დაფაზე, თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით (მწარმოებელი - მწვანე; მომხმარებელი1 - ყვითელი; მომხმ,არებელი2 -წითელი), დაადონ ფერები.

აქტივობა IV           დრო __18 წთ
კვებითი ჯაჭვის მოდელირება

დაფაზე გამოსახულია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა სურათები. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ სურათებს და შეადგინონ ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე მარტივი კვებითი ჯაჭვები, მიუწერონ რომელი ორგანიზმი რომელ ტიპს მიეკუთვნება და გააკეთონ პრეზენტაცია.

აქტივობა V           დრო __7 წთ
გაკვეთილის შეჯამება.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი კიდევ ერთხელ ახსენებს მოსწავლეებს კვებითი ჯაჭვის შექმნის თანმიმდევრობას
·         რომელი ორგანიზმებია დაკავშირებული ერთმანეთთან კვებითი ჯაჭვის მოდელში;

·         რომელი ორგანიზმებია მოქცეული  კვებითი ჯაჭვის სათავეში? (მცენარე);
·         შესაძლებელია კვებით ჯაჭვში ორგანიზმები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: მცენარე -- მტაცებელი? რატომ? (არ შეიძლება, რადგან მცენარის შემდეგ უნდა განლაგდეს ორგანიზმი, რომელიც მცენარით იკვებება).
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ კომპიუტერში ჩატვირთული აქტივობა


საშინაო დავალება  დრო __ 5 წთ

ორგანიზმები, კატა, ჩიტბატონა, მუხლუხო, ფოთოლი დაალაგეთ თანმიმდევრობით
მცენარე -- მცენარისმჭამელი --ხორცისმჭამელი.

შეფასება    დრო __ 4 წთ

მოსწავლეების შეფასება ხდება მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
(შეფასების რუბრიკა გეგმას თან ერთვის)





No comments:

Post a Comment

20 ივნისს ჭაგვიტარდა ტრენინგი ;;პროექტებითსწავლეება''      შ ევქმენი მეორე ბლოგი რომელშიც განვათავსე პროექტის  გასაკეტებელი ინსტრუმ...